მთავარისიახლეები"ლეიბორისტულ პარტიას" "ოცნებამ" უძრავ- მოძრავი ქონება დაუყადაღა - ნათელაშვილი

“ლეიბორისტულ პარტიას” “ოცნებამ” უძრავ- მოძრავი ქონება დაუყადაღა – ნათელაშვილი

Published on

ლეიბორისტულ პარტიას” ხელისუფლებამ უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღა. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და პირდაპირ ასახელებს პრემიერის კლანის წარმომადგენელს, ვის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ოლიგარქის განკარგულებით სასამართლო ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებაზე. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ასპარეზზე ივანიშვილის დასანქცირების პროცესს საძირკველი ჩაუყარა “ლეიბორისტულმა პარტიამ” და ამის გამო ამ ათწლეულებში გადავიტანეთ არჩევნების უპრეცედენტო გაყალბება, არნახული რეპრესიები, დაფინანსების ჩამორთმევა, საარჩევნო კომისიების წართმევა, უფასო სარეკლამო დროის წართმევა, საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევა, მაგრამ არ აგჭრა არაფერმა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ახლა უკანასკნელ იმედად ოლიგარქს ესახება დაყააღება ჩვენი იმ ქონების, მათ შორის იმ ოფისის, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და სადაც ქვეყნის ისტორია იწერებოდა და იწერება. მიზეზი არის თურმე, 100 ლარი არ გადაგვიხია საბაჟო ღარიბაშილის კლანის წარმოამდგენელი ვინმე მილიონერ ბენიაიძის საჩივარზე, რომელმაც ხელში ჩაიგდო მთელი ქიზიყის საძოვრები თამაზაშვილთან ერთად, ფერმები, ხალხი დაიმონა და საარჩევნო პერიოდებშ ეწევა ტერორს მოსახლეობის და სწორედ მის გამო პარტორგანიზაცია ვერ დავაფუძნეთ რაიონში. ყველა აცხადებს, რომ “იმ კაცის გვეშინია” ანუ ახალი მხედიონი, მილიონერი ყაჩაღი, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სიახლეები

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...