რუსი ოკუპანტები შესაბამის ამინდს ელოდებიან, რათა ავდეევკაზე შტურმი მძიმე ტექნიკით განაახლონ

0
127

ამის შესახებ ავდეევკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, უმძიმეს მონაკვეთებად ავდეევკის ფრონტზე ისევ რჩება სტეპნოე, კოქსოქიმია და ავდეევკის სამრეწველო ზონა.

“ახლა იქ შტურმის მესამე ფაზა დაიწყო და, რა თქმა უნდა, ოკუპანტები აქტიურებენ. პირველი ტალღა იყო, როცა ისინი ტექნიკით გადიოდნენ, როგორც აღლუმებზე. მეორე ტალღა – მიხვდნენ, რომ ასე არ შეიძლება, მათ რამდენიმე კოლონეად დაჰყვეს ეს ტექნიკა და რამდენიმე მიმართულებაზე წავიდნენ. მესამე ტალღა – ძირითადად, ქვეითთა გამოყენებაა. მე ვფიქრობ, ახლა ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა მძიმე ტექნიკით მასობრივი შეტევა დაიწყონ”, – აღნიშნა ბარაბაშმა.

წინა სტატია“რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინას, მით უფრო მალე დამთავრდება ომი”, – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატია“ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას” ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური