მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ს სახდეპმა "ალტ-ინფო" ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოაცხადა

აშშ-ს სახდეპმა “ალტ-ინფო” ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოაცხადა

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიშში ,,ალტ-ინფო“ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოაცხადა.

„ალტ-ინფო არის ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფი, რომელიც ასოცირდება ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებასთან და განხორციელებასთან ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებისა და 2021 წლის 6 ივლისს ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს.

„ალტ-ინფოს“ მომიტინგეებმა ღონისძიების დროს დემონსტრაცია ცალკე ლოკაციაზე მოაწყვეს. 2021 წლის ღონისძიებაზე ჩადენილი ძალდობის არცერთ ორგანიზატორსა და ჯგუფს, მათ მათ, შორის, „ალტ-ინფოსა“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს 2022 წელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

„ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“, გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...