მთავარისიახლეები"არ ღირს წევრობის მოლაპარაკებების დაწყება" ორბანის აზრით, EU-მ უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული...

“არ ღირს წევრობის მოლაპარაკებების დაწყება” ორბანის აზრით, EU-მ უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს

Published on

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს “პარტნიორობა” უკრაინას, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტოს, მიიღონ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაცია, დაიწყონ თუ არა უკრაინასთან მოლაპარაკებების ეტაპი. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მოითხოვს ბლოკის 27 წევრის ერთსულოვნებას, რომლის მთავარ პოტენციურ დაბრკოლებად უნგრეთი განიხილება.

ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს კომისიის წინადადებას მისი დღევანდელი ფორმით. პარასკევს მან გაიმეორა, რომ რამდენიმე საკითხი უნდა გადაიჭრას, სანამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება და თქვა, რომ ეს ქვეყანა შეუძლებელს ხდის იმის შეფასებას, თუ რა შედეგები მოჰყვება უკრაინის წევრობას ბლოკზე.

“თუ ჩვენ არ ვიცით (რა შედეგები მოჰყვება ამას), მაშინ არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები… ასე რომ, მე წარმოვადგენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა ჯერ ხელი უნდა მოაწეროს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკრაინასთან. ეს (შეთანხმება) შეიძლება გაგრძელდეს 5-10 წლამდე, მოდით დავაახლოოთ ისინი, რადგან უფსკრული ახლა ძალიან დიდია. მოდით, მოგვეცით დრო ერთად ვიმუშაოთ, და როცა დავინახავთ, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, მაშინ წამოვწიოთ წევრობის საკითხი”, – თქვა ორბანმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...