მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავი ზღვის სანაპიროზე სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

შავი ზღვის სანაპიროზე სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

Published on

შავი ზღვის სანაპიროზე სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. შტორმმა, ქარიშხალმა, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ბათუმში დატბორილია ახალი ბულვარი და სამანქანო გზები. ზღვის ნატანით არის სავსე საფეხმავლო ბილიკი. ქობულეთში დაიტბორა კაფე-ბარები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია ავტომობილებიც.

სანაპირო ზოლზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ სტიქიის სიძლიერემ გუშინ 8 ბალს მიაღწია. ბათუმის სანაპირო ზოლზე კი დღეს 6-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...