მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება უკრაინაში - რა უნდა ვიცოდეთ ომის 643-ე დღეს

სად რა ხდება უკრაინაში – რა უნდა ვიცოდეთ ომის 643-ე დღეს

Published on

-გვადევნეთ თვალი ტელეგრამზე – მუდმივად განახლებადი ახალი ამბებით – 

➡️ ლიმანის მიმართულებაზე მტერი უტევდა სტელმახოვკის, ტერნოვის, იამპოლევკის, ტორსკის დასახლებებს – უკრაინელებმა 12 შეტევა მოიგერიეს.

➡️ ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინელებმა მტრის 28 შეტევა მოიგერიეს, ძირითადად ბოგდანოვკის, ივანოვსკის, კლიშევკისა და ანდრეევკის მიმართულებებზე, ამასთან, ბახმუტის სამხრეთით უკრაინელი მებრძოლები ისევ შეტევით მოქმედებებს აგრძელებენ.

➡️ ავდეევკის მიმართულებაზე ოკუპანტთა მცდელობა, ალყაში მოაქციონ დასახლება, ისევ წარუმატებელია. წარუმატებელი იყო მტრის შეტევები ასევე ნოვობახმუტოვკის აღმოსავლეთით, ბერდიჩევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოპიტნოეს დასახლებებისკენ. უკრაინელებმა ამ მიმართულებებზე 23 შეტევა მოიგერიეს.

➡️ მარინკას მიმართულებაზე მოგერიებულია 9 შეტევა.

დნეპრის მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის გაფართოების შესახებ წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე: “დნეპრის მარცხენა სანაპიროზე კიდევ უფრო გაფართოვდა პლაცდარმი სოფ.პოიმა და პიშანოვკა ჩვენი კონტროლის ქვეშაა”, – წერს ის.

სიახლეები

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022...

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა  ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ...

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...