მთავარისიახლეებისაზოგადოებაენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა

Published on

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბლინკენი ხაზს გაუსვამს ალიანსის მხრიდან უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

“სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მათ შორის, NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბლინკენი ამ კვირას, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ უკვე მესამედ, ეწვევა ისრაელსაც. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, ვიზიტისას ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. საუბარი შეეხება მძევლების, ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების საკითხებსაც.

ამას გარდა, ამ კვირას ბლინკენი ჩავა ჩრდილოეთ მაკედონიაში, დასავლეთ სანაპიროსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.

სიახლეები

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...

29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება – ნიკა გვარამია

პროდასავლური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან კვლავაც გრძელდება. ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ 29 დეკემბერს დაგეგმილი...