მთავარისიახლეებისტიქია ფოთში - ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა 10-მდე მანქანა

სტიქია ფოთში – ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა 10-მდე მანქანა

Published on

ფოთში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა კოსტავას ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, რომელიც მანქანებს დაეცა. დაზიანებულია ათამდე მანქანა.

ჯამში ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია.

ქალაქში უამინდობაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელია, რომ შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი სავარაუდოდ, სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...