მთავარისიახლეები“ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი” ლევან ხაბეიშვილის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში

“ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი” ლევან ხაბეიშვილის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში

Published on

ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მან “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ შეკითხვას: “ირიცხება თუ არა ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობის” რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?” – წერილობითვე უპასუხა: “არ არის, არ წარმოადგენს”.

საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”. აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ის ვერ ილაპარაკებს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით… მე მას ლაპარაკს, საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამავე გადაცემაში ხაბეიშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიამ “თავად გადაწყვიტა, აღარ იყოს პარტიის წევრი”. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია აზრს შეიცვლის და ენმ-სთან დაკავშირებით უარყოფით საუბარს შეწყვეტს, “ხელმეორედ დაწერს განცხადებას, მივიღებთ”.

არ ირიცხება მან გადაწყვიტა რომ გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას და უკვე 8 თვეა ამას აკეთებს. მე და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ახლა მეტსაც გეტყვით იქნებ ხვალ პირობითად თქვას, რომ იცით რა, მე ბიძინა ივანიშვილის წინაააღმდეგ მინდა ბრძოლა. დავამთავრე ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და “ნაციონალურ მოძრაობას” პირობითად ვესროდი ტალახს, კობახიძის პირით ვსაუბრობდი, პოსTV-ის და იმედის მესიჯბოქსით ვლაპარაკობდი, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ბიძინასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ. რავიცი, ხელმეორედ დაწერს განცხადებას, მივიღებთ, – ამბობს ხაბეიშვილი.

სიახლეები

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს

   ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით...

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...