მთავარისიახლეებიაქუბარდიამ კომიტეტზე გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციის პროექტის განხილვა მოითხოვა - სარჯველაძემ პროცედურული მიზეზით,...

აქუბარდიამ კომიტეტზე გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციის პროექტის განხილვა მოითხოვა – სარჯველაძემ პროცედურული მიზეზით, უარი თქვა

Published on

“ქართული ოცნება” თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას არ ჩქარობს. დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა, თეონა აქუბარდიამ, საკითხის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოითხოვა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო.

“მოგმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მოხვდეს. ვფიქრობ, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, როცა საქართველო პარლამენტი უარს ამბობს, ამ შემთხვევაში თქვენი პოლიტიკური გუნდი, ამ საკითხის განხილვაზე. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, ჩვენ გვევალება თანხმობა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ინტერესის დაცვაზე”, – თქვა აქუბარდიამ.

მიხეილ სარჯველაძე გადაწყვეტილებას ტექნიკური მიზეზებით ხსნის. მან თქვა, რომ კომიტეტის დღის წესრიგში საკითხის დამატებას თავის პროცედურა აქვს.

მმართველ გუნდში არც იმას აკონკრეტებენ აპირებენ თუ არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაზრდას.

“ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსგან ვერ გაკეთდება განცხადება. მე მგონი თქვენ, ალბათ, კარგად გესმით. დანარჩენი, შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკეთებულია განცხადება და იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ,” – ამბობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტის ღია მხარდაჭერა და ეროვნული პარლამენტის დუმილი ხელისუფლების მოღალატეობრივ პოლიტიკაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთაშვილის გატაცების ფაქტზე 21 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს 13 ნოემბრის სხდომაზე წარედგინა. ბიურომ ის განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა. რეზოლუციის პროექტი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებასა და მასში გინტურის მკვლელების დამატებას ითვალისწინებს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...