მთავარისიახლეებიფინეთის მიერ სასაზღვრო პუნქტების დახურვის შემდეგ, რუსული გადამზიდავები სხვა ქვეყნებს, მათ შორის...

ფინეთის მიერ სასაზღვრო პუნქტების დახურვის შემდეგ, რუსული გადამზიდავები სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებენ TASS

Published on

ფინეთის მიერ რუსეთთან 4 სასაზღვრო გადასასვლელის დაკეტვის შემდეგ გადამზიდავებმა მარშრუტები შეცვალეს და მათ შორის საქართველოს გავლით გადაადგილდებიან. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედია TASS-ს სატვირთო საგზაო ტრანსპორტის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ მატიაგინმა განუცხადა.

“როდესაც ეს სიტუაცია დაიწყო, სატვირთო მანქანები სხვა მარშრუტებზე გადავიყვანეთ, გადამზიდველებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, რადგან ზიანი კომპენსირდება სხვა მიმართულებებით, მაგალითად, შიდა, ეს არის მოსკოვი და ახალი ტერიტორიები, თუ საგარეო მარშრუტებს ავიღებთ, ეს არის საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი. ეს მარშრუტები ახლა უფრო მოთხოვნადი იქნება. ყველა სამხრეთ აზიური მარშრუტი ამჟამად დატვირთულია”, – განაცხადა მატიაგინმა.

ფინური გაზეთი Iltalehti წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ფინეთის ხელისუფლება 22 ნოემბრის ღამით რუსეთთან მთელი საზღვრის დაკეტვას გეგმავს. 17-18 ნოემბრის ღამეს ფინეთმა დახურა ოთხი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აღმოსავლეთ საზღვარზე – ვაალიმაა, ნუიჯამაა, იმატრა და ნიირალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...