უკრაინაში, ომის ყველა მიმართულებაზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლასა და წარმატებულ იერიშებს ხერსონის მარცხენა სანაპიროზე (დნეპრის მარცხენა ნაპირზე), ხოლო რუსი ოკუპანტები ისევ გააფთრებით უტევენ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე, კრემენნაიასა და ავდეევკის მიმართულებით.
უკრაინის გენშტაბი იტყობინება, რომ ოკუპანტები ასევე ცდილობენ, აიღონ კუპიანსკი და იქეთ პატიმრებისა და ე.წ. “შტრაფნიკების” დიდი ძალები გადაისროლეს. ამავე დროს, ექსპერტები ამბობენ, რომ ზალების ასეთი გადანაწილების გამო, რომელიმე მიმართულებაზე, შესაძლოა, მდგომარეობა მყისიერად შეიცვალოს და საბრძოლო მოქმედებები ერთი ან მეორე მხარის უეცარი წინსვლის შედეგად შეწყდეს.
რაც შეეხება ქართველ მებრძოლებს უკრაინაში, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე წერს, რომ შესაძლოა, ავდეევკა რუსი ოკუპანტებისთვის სატყუარა აღმოჩნდეს, რადგან ამ მიმართულებაზე მათ უკვე, ცოცხალი ძალის სახით, 10.000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, თუმცა, საზარბაზნე ხორცის ნაკლებობას მაინც არ უჩივიან.
უკრაინაში გმირულად დაცემულ ირაკლი ქურციკიძეს საქართველოში 23 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ, ხოლო ბოლო 10 დღის განმავლობაში დაჭრილი 11 ქართველი სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 850 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახერხეს.