მთავარისიახლეებიყველას გვესმის, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება იოსელიანი გინტურის...

ყველას გვესმის, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება იოსელიანი გინტურის მკვლელებზე

Published on

სახალხო დამცველი კირბალში იმყოფებოდა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა. ლევან იოსელიანი დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა დამნაშავეების დასჯას ეჭვქვეშ აყენებს:

“დავინტერესდი უსაფრთხოებს გარემოთი ამ სოფელში. ვხედავთ, რომ პოლიცია პატრულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ მოკლე დროში ეფექტურად ოჯახის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დამნაშავეების დასჯაზე რა მოგახსენოთ, ყველას გვესმის, რომ ეს ასეთი მარტივი არ იქნება გამომდინარე გასული ამბებიდან რაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობებს უკავშირდება და არც ერთი მათგანი ჯერჯერობით არ არის სამწუხაროდ დასჯილი” ამბობს იოსელიანი.

ომბუდსმენი დღეს ლევან დოთიაშვილის ოჯახშიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კირბალში მოსახლეობა კვლავ დაუცველად გრძნობს თავს. 23 ნოემბერს, გიორგობის აღსანიშნავად კირბალის მაცხოვრებლები წმინდა გიორგის სალოცავში აპირებენ ასვლას, რომელიც ასევე ემიჯნება საოკუპაციო ზოლს. მოსახლეობა ამბობს, რომ რისკის მიუხედავად წინაპრების სალოცავზე უარს არ იტყვიან და ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....