მთავარისიახლეები"გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა" - რას ამბობს ევროკავშირის ელჩი საარჩევნო ბარიერზე

“გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა” – რას ამბობს ევროკავშირის ელჩი საარჩევნო ბარიერზე

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს საარჩევნო ბარიერის გარშემო არსებულ დისკუსიაზე. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერი 2%-ზე უნდა დავიდეს.

ელჩი განმარტავს, რომ საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, შეუსაბამოა.

თუმცა, მისივე თქმით, გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით ქართველებმა უნდა მიიღონ. ჰერჩინსკი ამბობს, რომ არსებობს ოქროს სტანდარტი და რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ელჩი ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო პერიოდში არ უნდა იყოს ძალადობა და მნიშვნელოვანი ცვლილებები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ უნდა იყოს მიღებული.

“ევროკომისიის მიერ ახლად განსაზღვრული მეოთხე ნაბიჯი ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს უნდა გადაწყვიტონ ქართველებმა ერთობლივად, როგორ განახორციელონ საარჩევნო კამპანიის ორგანიზება. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში, რომ რაც უმთავრესია, არ იქნება ძალადობა. საარჩევნო პერიოდში ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა წესებში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ასე რომ, რაც უფრო მალე მოხდება შეთანხმება ყველა ტექნიკურ საკითხზე, მით უკეთესი იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა იყოს კარგად მომზადებული და მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში.

თქვენ ბარიერის შესახებ მკითხეთ, ეს იყო შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა. ჩვენი თვალსაზრისით, არჩევნებს აქვს აზრი მაშინ, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია. ასე რომ საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა მეორე მხრივ სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო. ეს დისკუსია გაგრძელდება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავად შეთანხმდებიან ერთმანეთში ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც სათანადო ბალანსი იქნება უზრუნველყოფილი”, – ამბობს ჰერჩინსკი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...