მთავარისიახლეებივინც არ მოაწერს მანიფესტს ხელს და ვისაც არ აინტერესებს ენმ-ში ერთობა, მიიღებს...

ვინც არ მოაწერს მანიფესტს ხელს და ვისაც არ აინტერესებს ენმ-ში ერთობა, მიიღებს საკადრის პასუხს ხაბეიშვილი

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 23 ნოემბრამდე აქვს დრო, მიიღოს გადაწყვეტილება. ამ დღეს პარტიამ უნდა გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი მანიფესტი. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერს და ვისაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთობა არ აინტერესებს, საკადრის პასუხს მიიღებენ.

“კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხელს მოაწერენ, ვინც არ მოაწერს ხელს და ვისაც არ აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობაში“ ერთობა, ვისაც არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, აქვს სხვა მიზნები და სხვა ამოცანები ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს, დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად“, „გამარჯვების კოალიცია“ იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – თქვა ხაბეიშვილმა.

მისი განცხადებით, ნიკა მელია პარტიაში მისივე გადაწყვეტილებითაა გარიცხულიც და გარიყულიც. ხაბეიშვილი ამბობს, რომ თუ ის სტატუსთან დაკავშირებით ენმ-ს მიმართავს, ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

“კონკრეტულ ერთ ადამიანზე, ვისაც ამ თვეების განმავლობაში, ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი და მისი წუწუნი და ვერ შეგუებლობა და ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებს მოთქვამს, ეს კონკრეტული ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან მოგვიწევს ჩვენც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ნიკა მელია პარტიაში, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც. რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს”, – თქვა პარტიის თავმჯდომარემ.

სიახლეები

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის...