მთავარისიახლეებივიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას, პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა...

ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას, პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე იღებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას. მისივე თქმით, საბჭოში უნდა დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ნაჩქარევად გაყვანილ იქნენ.

“მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი, ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკურ საბჭოდა, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოხდეს პარტიის და პარტია იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის ასევე. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისმოდა ხშირად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრად დამასახელონ მე, პრემიერმინისტრის დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე ჩემო მეგობრებო, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო სიები უნდა შედგეს ქვემოდან ზემოთ პრინციპით, პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...