მთავარისიახლეებიროცა შენ გინდა თანამშრომლობა საბჭოდან არ ყრი ხალხს, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი,...

როცა შენ გინდა თანამშრომლობა საბჭოდან არ ყრი ხალხს, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე მელია

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მესამე პრეზიდენტისა და მოქმედი თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება. მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ რადიკალურად განსხვავებული სურვილი და მიზნები აქვთ მოქმედი მენეჯმენტის წევრებს.

მისი თქმით, გაუგებარია თუ ლევან ხაბეიშვილს ნამდვილად სურს პრობლემების მოგვარება, მაშინ რატომ არ იღებს ახალი მენეჯმენტი პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რომლებიც არჩევნების შემდეგ დაუშვეს.

“არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები, აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო? ადამიანს რომელსაც სურს თანამშრომლობა ის არ ესაუბრება ათიათასობით თანამოაზრეს, ჯერ კიდევ, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად პარტიის წვერებს მგლის ბილეთების გადაცემით, ასე არ იქცევიან. როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა საბჭოდან არ ყრი ხალხს, როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა. მაგრამ შეცდომაში, რბილად რომ ვთქვათ გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ შევაფასოთ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე”, – ამბობს ნიკა მელია.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...