მთავარისიახლეებიქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და კაცი...

ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და კაცი მოგვიკლეს კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერს, დავით ქაცარავას და “სხვა ნაციონალებს” მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომლის მიხედვითაც საკორინთლოსთან ოკუპანტები გამოჩნდნენ და საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, გააცოცხლეს.

“ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, გინტური. არ შეიძლება. პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა ნაციონალებმა, ეს არის ჩემო მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ მათ შემოხაზეს, ნაციონალებმა შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ, არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სხვანაირად, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავთან თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. გინტური 2008 წლის ომის მონაწილე იყო. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...