მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინისთვის აშშ-ის დახმარების პაკეტის დამტკიცებას, შესაძლოა, ერთი თვე დასჭირდეს

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების პაკეტის დამტკიცებას, შესაძლოა, ერთი თვე დასჭირდეს

Published on

ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ საჭირო შეიარაღების მიწოდებასა და იმ პაკეტის დამტკიცებას, რომელსაც კონგრესში რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, შესაძლოა, კიდევ ერთი თვე ან მეტი დასჭირდეს, – ამის შესახებ Bloomberg წერს. 

აშშ-ის მთავრობას დაფინანსება კონგრესმა იანვრამდე გაუხანგრძლივა, მაგრამ მასში არ შედის არც უკრაინის, არც ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სასიცოცხლოდ საჭირო შეიარაღების გარეშე დარჩება.

უკრაინის მომხრეები კონგრესში დიდ ბრძოლაში არიან ჩაბმული, რათა დახმარების დიდი პაკეტი დამტკიცდეს. ამავდროულად კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე უმთავრდება საწვავი და შეიარაღებისთვის საჭირო მასალები, – წერს გამოცემა. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...