მთავარისიახლეებიუკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ - ზელენსკი

უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ – ზელენსკი

Published on

უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი ამბობს, ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და ის იმ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება იქნება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა.

“დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან – ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს…

ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-სთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს,” – თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...