მთავარისიახლეებიისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა

Published on

The Guardian-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცეს. IDF-ის თქმით, საავადმყოფო შემდეგი ერთი საათის განმავლობაში უნდა დაცალონ.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი მუჰამედ აბუ სალმია ამბობს, მას 650 პაციენტის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია დაავალეს.

ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა “ჰამასი” ამას უარყოფს. გაეროს შეფასებით კი, ოთხშაბათს ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს.

ცნობისთვის, ისრაელმა არაერთხელ მოუწოდა, რომ საავადმყოფოდან სამხრეთით მომხდარიყო ევაკუაცია, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ პაციენტების გადაყვანა შეუძლებელი იყო.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...