მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნების" დეპუტატმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია

“ოცნების” დეპუტატმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია

Published on

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – “ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, დეპუტატ ანა წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.

“ნაბიჭვარო, დედას შე&&, გააჯ&& აქედან”, – ამ სიტყვებით მიმართა მგალობლიშვილმა ბოკუჩავას.

მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც დეპუტატის მაგიდასთან მისული ანა წითლიძის მისამართით ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონის სროლა დააპირა.

დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.

ძალიან კორექტულად გელაპარაკებით, არ მაცდით საუბარს… ყოჩაღ, 5-იანს დაგიწერთ თქვენი ბელადი, დამშვიდდით რა,” – მიმართა რატი ბრეგაძემ თინა ბოკუჩავას.

თინა ბოკუჩავა სიტუაციის გამძაფრებაში დაადანაშაულა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც დღევანდელ სასესიო სხდომას ხელმძღვანელობს.

ძალიან გთხოვთ შეწყვიტოთ ასეთი კამათი, ქალბატონო თინა, ნუ ამძაფრებთ სიტუაციას, როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს,” – მიმართა ბოკუჩავას ვოლსკიმ.

სხდომაზე კი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ლევან მგალობლიშვილი კი “ოცნების” დეპუტატებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...