მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამიას, ნიუ იორკში, CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

ნიკა გვარამიას, ნიუ იორკში, CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

Published on

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. ღონისძიება ამ წუთებში ნიუ იორკში მიმდინარეობს. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

“მთავარი არხის” დამფუძნებელთან კიდევ სამი ჟურნალისტი დაჯილდოვდა: შაჰინა კ.კ. ინდოეთიდან, მარია ტერეზა მონტანო მექსიკიდან და ფერდინანდ აიიტე ტოგოდან.

როგორც კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების მკვეთრი გაუარესების პირობებში, მთავრობების ზეწოლის, პატიმრობის, გატაცებებისა და გადასახლების საფრთხის მიუხედავად, ეს ადამიანები განაგრძობდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.”

ცნობისთვის, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მნიშვნელოვანი და ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მედიის ოთხ წარმომადგენელს ირჩევს. მათ, ვისაც პროფესიის დაცვა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...