მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნაციონალური მოძრაობა" ისტორიის სირცხვილია - იუსტიციის მინისტრი

“ნაციონალური მოძრაობა” ისტორიის სირცხვილია – იუსტიციის მინისტრი

Published on

“მართლაც რომ ისტორიის სირცხვილი არის ენმ და საერთოდ გასაკვირია, რომ გამოფენილი გაქვთ ეს დროშა და კიდევ მაგაზე მელაპარაკებით, ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა,” – ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ენმ იმ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი დროშის სხდომათა დარბაზში გადმოფენის გამო გააკრიტიკა. რატი ბრეგაძემ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთთან “საინფორმაციო ომის” წაგებაში დაადანაშაულა.

ეს მემკვიდრეობა დაგვრჩა ნაციონალური მოძრაობისგან. წაგებული იყო სრულად საინფორმაციო ომი, ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი, ვინც მოაწერა, იმას ეცოდინებოდა სავარაუდოდ. ეს მემკვიდრეობა დატოვეს. ამ ყველაფრის მერე ქართულმა სახელმწიფომ, კერძდ იუსტიციის სამინისტრომ და თანამშრომლებმა შეძლეს ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოგვეგო აბსოლუტურად ყველა დავა და დღეს რუსეთს დაეკისრა მათ შორის კომპენსაციის გადახდა და განახლდა და წარმოებაში მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმე, თუმცა ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველამ მკაფიოდ ნახა და მე ვსაუბრობ მხოლოდ დოკუმენტებით. ერთ სიტყვას არ ვამატებ ჩემსას, თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს იკითხოს, მათ მიერვე მოწერილ რეზოლუციას ხელს მივაწვდით, რაც არის სირცხვილი და მართლაც რომ ისტორიის სირცხვილი არის ენმ და საერთოდ გასაკვირია, რომ გამოფენილი გაქვთ ეს დროშა და კიდევ მაგაზე მელაპარაკებით, ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა,“ – ამბობს ბრეგაძე.

#FREEMISHA – ენმ-ის დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი პლაკატი პარლამენტში გადმოფინეს და ამ გზით გააპროტესტეს მისი უკანონო პატიმრობა.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...