“დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის”- ზურაბიშვილი

0
158

“დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის… რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ”, – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუსას გააკეთა.

“მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის,” – აცხადებს ზურაბიშვილი.

ივანიშვილის საუბრისას პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ “ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.” შესაბამისად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ რიგებშია, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს უჭერს მხარს და კრემლის მარცხი არ წარმოუდგენია.

პრორუს ოლიგარქზე საუბრისას ზურაბიშვილი ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გავლენებზეც საუბრობს და მაგალითად თავისივე იმპიჩმენტის საკითხი მოჰყავს. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი “ოცნებას” ივანიშვილმა უკარნახა.

“ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის [ივანიშვილის] გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე,” – ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი ივანიშვილის გავლენის ქვეშ, ოცნების სხვა წევრებისგან განსხვავებით, არაა და სწორედ ამაში “ადანაშაულებს” ოლიგარქი პრეზიდენტს.

“რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც “ქართული ოცნების” წევრი მმართველები,” – ამბობს ზურაბიშვილი.

მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც, მისივე თქმით, პროევროპელი კანდიდატი პრეზიდენტად მოიყვანა.

წინა სტატიაჩემ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ჩემს “მთავარ არხს” და ლექსო ლაშქარავას, ვინც ჩემზე ბევრად მეტი შესწირა თავისუფლებას – საკუთარი სიცოცხლე – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაპარლამენტში რატი ბრეგაძეს უსმენენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური