მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს არ არის დაყოფის, დაპირისპირების დღე, თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად...

დღეს არ არის დაყოფის, დაპირისპირების დღე, თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე – პრეზიდენტი

Published on

“ყველა აქ უნდა ყოფილიყო, დღეს არ არის რამე დაყოფის დღე, რამე დაპირისპირების… აქ არანაირი პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი “სამხედრო ცენტრის” წევრების მემორიალთან გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევა შესაძლებელია.

მგონი, რომ დღეს უნდა ყოფილიყო ბევრად მეტად ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო, დღეს არ არის დაყოფის დღე, რამე დაპირისპირების, მე მგონი, რომ ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხოთ, ყველა თანახმაა, რომ ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. აქ არანაირი პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს. აქ და ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებზე, ამ წარსულზე და ე.ი. ამ მომავალზე გაერთიანება, ამიტომ მე მგონი, რომ ამ წლიდან ის დღე, 21 მაისს გახდება დღე ასეთი გაერთიანების, ასეთი ეროვნული სულისკვეთების და ეროვნული თანხმობის, მაინც მიყვარს ეს სიტყვა და მაინც მჯერა, რომ ამ სიტყვით ჩვენ გავალთ ფონს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...