მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩემ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ჩემს "მთავარ არხს" და ლექსო ლაშქარავას, ვინც...

ჩემ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ჩემს “მთავარ არხს” და ლექსო ლაშქარავას, ვინც ჩემზე ბევრად მეტი შესწირა თავისუფლებას – საკუთარი სიცოცხლე – ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ნიუ-იორკში პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

“ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ცოლ-შვილს, სოფოს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით მან ყველაზე მეტი გააკეთა ჩემი თავისუფლებისთვის, ვუძღვნი მთავარ არხს, რომელიც ჩემი დიდი ოჯახია და რომელიც არანორმალურად მიყვარს. სადაც არ უნდა ვიყო, როცა არ უნდა ხდებოდეს ეს, მთავარი არხი ჩემთვის მთავარია, მთავარი ხართ თქვენ, დაიმახსოვრეთ.

თუ პერსონალურ მიძღვნაზეა, მე ვუძღვნი ამ ჯილდოს ადამიანს, რომელმაც, მე თუ 400-დღიანი პატიმრობა გავიღე მსხვერპლად თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მან სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად და ეს ჯილდო ეკუთვნის უფრო მეტად მას – ლექსო ლაშქარავას. პერსონალურ მიძღვნაზე თუ არის, მე ამ ჯილდოს ვუძღვნი ლექსო ლაშქარავას.

მე ვფიქრობ, რომ CPJ-ის მიერ ამ პრემიის გადაცემა იყო არა მარტო იმის აღნიშვნა, რომ მე ეს დავიმსახურე, არამედ, პირველ რიგში იყო განაცხადი, რომ ევროპა არ არის ავტორიტარებისგან თავისუფალი ტერიტორია, ევროპა არ არის პოლიტპატიმრებისგან თავისუფალი ტერიტორია და საქართველო, დიახ, მას ჰყავს პოლიტპატიმრები, ის არის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

“მთავარი არხის” დამფუძნებელთან ერთად კიდევ სამი ჟურნალისტი დაჯილდოვდა: შაჰინა კ.კ. – ინდოეთიდან, მარია ტერეზა მონტანო – მექსიკიდან და ფერდინანდ აიიტე – ტოგოდან.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...