მთავარისიახლეებისაზოგადოებაბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ, 25 ნოემბერს, თბილისში მარში გაიმართება

ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ, 25 ნოემბერს, თბილისში მარში გაიმართება

Published on

ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ – “ქალთა მოძრაობა”, “საფარი” და აქტივისტები აზერბაიჯანული თემიდან 25 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მარშს გამართავენ. ორგანიზატორები წერენ, რომ ბავშვთა ქორწინების არსებობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და რომ სახელმწიფო არ იცავს ბავშვებს.

“საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“.

სახელმწიფო არ იცავს ბავშვებს.

ბავშვთა ქორწინების არსებობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

სახელმწიფო არ ებრძვის პედოფილიას!

ჩვენ, ყველამ ერთად, ვისაც ამ სასტიკი რეალობის ცვლილება გვსურს, ახლავე უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და სახელმწიფოს მკაცრად მოვთხოვოთ ეფექტური რეაგირება.

ბავშვები თავს ვერ დაიცავენ, ბავშვები ჩვენ უნდა დავიცვათ!

25 ნოემბერს, ქალთა მოძრაობა, აქტივისტები აზერბაიჯანული თემიდან და ექსპერტები საპროტესტო მარშზე გელოდებით! გელით ყველას, ვისთვისაც ბავშვები, მათი ცხოვრება, განვითარება და ბედნიერება მნიშვნელოვანია”, – წერენ ორგანიზატორები.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...