მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და მიუჯდება "ვივამედში" სააკაშვილს - მაჭარაშვილი პრეზიდენტის მხრიდან...

ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და მიუჯდება “ვივამედში” სააკაშვილს – მაჭარაშვილი პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებაზე

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის Le Monde-თან ინტერვიუს ეხმაურება. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, კლინიკა “ვივა მედში” მიუჯდება მას გვერდით.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა უთხრა, რომ ევროპარლამენტარები მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ და აპირებს თუ არა ამას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის უკეთაა – “მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს”.

“რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, მისი პიროვნება თავიდან ბოლომდე იქნება განადგურებული და არა მხოლოდ განადგურებული. ის საზოგადოება, რომელიც დაზიანდა, ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობის დაზიანებით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ასე შემდგომ. ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და, რეალურად, მიუჯდება ვივამედში სააკაშვილს,” -ამბობს “ხალხის ძალის” წევრი.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...