მთავარისიახლეებიომბუდსმენი თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიერონ საპოლიციო ღონისძიებები საოკუპაციო...

ომბუდსმენი თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიერონ საპოლიციო ღონისძიებები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ

Published on

სახალხო დამცველი თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიერონ საპოლიციო ღონისძიებები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. ლევან იოსელიანის თქმით, ომბდუსმენის აპარატი აგრძელებს შექმნილ ვითარებაზე დაკვირვებას და მიაჩნია, რომ არსებული ძალისხმევა თუ არ გაიზარდა, არაა გამორიცხული მსგავსი პროვოკაციები მომავალშიც ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...