მთავარისიახლეები"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 – ჟურნალისტებისთვის" გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე...

“ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 – ჟურნალისტებისთვის” გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა

Published on

რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

პრემიაზე 6 კანდიდატი იყო ნომინირებული.

გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ღონისძიებას ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით სტუმრობდა.

“ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია” 2019 წელს, ზუგდიდელმა, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრმა სალომე ადამიამ, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა.

პროექტს მეხუთე წელია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ახორციელებს.

ღონისძიება მუსიკალურად მომღერალმა თამთა ცხვიტავამ გააფორმა.

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...