მთავარისიახლეები45-ლარიანი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით დევნილები პარლამენტს მიმართავენ

45-ლარიანი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით დევნილები პარლამენტს მიმართავენ

Published on

10 000-ზე მეტი ადამიანი დევნილებისთვის შემწეობის გაზრდის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას აწერს ხელს. დოკუმენტი დღეს პარლამენტში შევა. პეტიცია 8 ნოემბერს შეიქმნა. ტესტში აღნიშნულია, რომ წლებია დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობა არ გაზრდილა, ფასებმა კი ყველაფერზე მოიმატა.

“გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, გამომდინარე უამრავი გამოკითხვიდან რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო ზღვარი და საზღვრის კვეთა). ჩვენი ღრმა რწმენით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე. პატივისცემით, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი ტორუა”, – წერია ტესტში.

პეტიციას ამ დროისთვის 10 277 ადამიანი აწერს ხელს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...