მთავარისიახლეები"შენი დასასრული ახლოსაა" - ერდოღანი ნეთანიაჰუს

“შენი დასასრული ახლოსაა” – ერდოღანი ნეთანიაჰუს

Published on

ღიად ვამბობ, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერს მიმართავს, რომ “მისი დასასრული ახლოსაა”.

“მე ვეუბნები ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი და ამით ემუქრები. თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. თუ ისრაელი ასე გააგრძელებს ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც მთელ მსოფლიოში დაწყევლილია“. ამბობს ერდოღანი.

ის ისევ ამტკიცებს, რომ ჰამასის წევრები” მეამბოხეები არიან”, რომლებიც თავიანთ სამშობლოს იცავენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი ისრაელისა და მისი პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

იხილეთ:

„ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“ | ერდოღანი;
ერდოღანმა ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა და დასავლეთი დაადანაშაულა

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...