მთავარისიახლეები"ოცნების" პროპაგანდისტი აბაშიძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე რაზმაძეMONA.GE-ს ახალი სია

“ოცნების” პროპაგანდისტი აბაშიძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე რაზმაძეMONA.GE-ს ახალი სია

Published on

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ექსპერტი გია აბაშიძე, ხალხის ძალის წარმომადგენლები და კორუფციული სქემა – “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” Mona.ge-ის ახალი სია გამოაქვეყნეს.

სიაში მოხვდნენ გასულ კვირაში უკრაინის მიერ უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის სანქცირებული კომპანია “ბოლეროს” დირექტორი ირაკლი ბექაური და მასთან და ივანიშვილის დეიდაშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ბოჭორიშვილი.

“წინა კვირაში ჩვენს სიაში მოხვდა ვახტანგ კარიჭაშვილი, რომლის კომპანია “ბოლერო” უკრაინამ დაასანქცირა, რადგან კავშირები აქვს რუსეთში სანქცირებულ პირებთან, აქვთ კავშირი პირებთან, რომლებიც აფინანსებენ უკრაინის წინააღმდეგ ომს. ამ კვირაში პორტალზე ხვდება 2 ადამიანი, რომლებიც დაკავშირებულია კომპანია “ბოლეროსთან”, ესენი არიან ირაკლი ბექაური და დავით ბოჭორიშვილი”, – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

mona.ge-ს სიაში ასევე მოხვდა გორის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული განცხადების გამო.

“თამაზ გინტურის შესახებ ჩვენ მოვისმინეთ შემზარავი განცხადება, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის, რომელმაც პრაქტიკულად გაიმეორა რუსული ცინიკური პროპაგანდა და ამ ამბავში პრაქტიკულად ჩვენი მოქალაქე დაადანაშაულა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Mona.ge-ს პორტალს ასევე დაემატნენ “ოცნების” პროპაგანდისტი გია აბაშიძე და “ხალხის ძალის” წარმომადგენლები.

“PosTv-ს ეთერში გავიდა ანტიდასავლური ფილმი, სადაც პირდაპირ ამერიკა და USAID იყო დადანაშაულებული ქვეყანაში რევოლუციის და არეულობის მოწყობაში. ამ ფილმში მონაწილეობისა და პროპაგანდისტული მესიჯების გამეორებისთვის, ტყუილების გაჟღერებისთვის 3 ადამიანი არის შეყვანილი პორტალზე, ეს არის გია აბაშიძე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რევოლუციურ პროცესებს აფინანსებს USAID, მეორეა ნუკრი შოშიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ხალხი ახლა მიხვდა, თურმე რა ცუდია USAID და რა არის მათი მიზანი და მესამე არის ოთარ ჭულუხიძე, რომელიც პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს პარტნიორებს და ამით აგრძელებს რუსულ პროპაგანდას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...