მთავარისიახლეებიპოლიტიკაეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობის ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ, მიეცემათ...

ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობის ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის – სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ. მისივე აზრით, ეროვნული მთავრობის პირობებში, უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, რუსებს მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის.

იხილეთ განცხადება:

90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს!

2012 წლის შემდეგ ე.წ ბორდერიზაციით დამატებით სოხუმისხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სალოცავები, საძოვრები დააკარგვინეს და ჩვენ ვიღებთ იმავე რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, რამდენიმე დღით, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად – ვუფორმებთ მათ მიწებს, თავისი ვენახებით, საძოვრებით, სახლებს, ბიზნესებს და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს. ზუსტად ასეთი მშვიდობით ჩაბარდა საფრანგეთი გერმანიას 1940 წელს, ასეთ ე.წ მშვიდობას მოჰყვება ბევრად დიდი მსხვერპლი, უსამართლობა, განადგურებული თაობები!

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...