მთავარისიახლეებისაზოგადოება"ის პრეზიდენტი აღარ არის" - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

“ის პრეზიდენტი აღარ არის” – მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

Published on

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი სახე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარაა და მას ამ სახით აღარც მოიხსენიებენ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგად ჩაჯდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნიშაში. 

“ის პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას, ქალბატონ სალომეს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, იმიტომ, რომ მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვს. ანუ იმ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან, ვინც ის თავად აირჩია, მას ლეგიტიმაცია არ აქვს ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, რომელიც ამ ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდევაც რადიკალიზმის ხარისხით ქმედებებით თუ საუბრით ჩვენ ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს თუ სხვა ოპოზიციონერებს. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწვეს ჩვენ მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა. პრემიერმინისტრს და ჩვენ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...