მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენი აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოები "დაცული უნდა იყოს"

ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოები “დაცული უნდა იყოს”

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზაში მდებარე საავადმყოფოები, მათ შორის ალ-შიფას საავადმყოფო, დაცული უნდა იყოს. ალ-შიფა უკვე სამი დღეა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა, ბრძოლა და აფეთქებების შენობის გარეთ სიტუაცია ართულებს.

“ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. კონტაქტზე ვართ ისრაელთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც. ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს,” – თქვა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ღაზის სექტორში უმსხვილესი ალ-შიფას საავადმყოფო “თითქმის სასაფლაოა.”

ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც მდებარეობს ღაზის ჩრდილოეთით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხვდა ინტენსიური ბრძოლების ფრონტის ხაზზე ისრაელის თავდაცვის ძალებთან. ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასი” სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს ფლობს საავადმყოფოს ქვეშ, გვირაბებში. “ჰამასი” და საავადმყოფო ამას უარყოფენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა თქვა, რომ დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......