მთავარისიახლეებიარჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით | კობახიძე ბარიერის დაწევაზე მისივე განცხადებას განმარტავს

არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით | კობახიძე ბარიერის დაწევაზე მისივე განცხადებას განმარტავს

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით 2022 წელს გაკეთებულ მისივე განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ დაპირება იმ შემთხვევაში იმოქმედებდა, თუ კანდიდატის სტატუსი შარშან დეკემბერში მოგვენიჭებოდა.

კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტული ძალები ვა-ბანკზე წავიდნენ, დაბლოკეს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, შესაბამისად, 2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

“შარშან ივლისში გავეცით ასეთი დაპირება, რომ თუ დეკემბერში, შარშან დეკემბერში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში, ერთი თვის განმავლობაში, ანუ 2022 წლის ბოლომდე დავწევდით ბარიერს. ამას ჰქონდა კონკრეტული ლოგიკა, ლოგიკა იყო რა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება შარშან შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს და ასეთ პირობებში უფრო ლოგიკური იქნებოდა შედარებით დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება. ეს იყო კონკრეტული მესიჯი კონკრეტული ძალების მიმართ, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენ მართ შევთავაზეთ დეკემბერში შარშან არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსი და ასეთ შემთხვევაში დავწევდით ბარიერს, თუმცა მათ არჩიეს სხვა გზა, ისევ დაბლოკეს შარშან დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, გააღვივეს პოლარიზაცია, ერთი წელი აძახებინეს რადიკალურ ოპოზიციას ჩვენზე, რომ ვიყავით რუსული ძალა, არ გვინდოდა სტატუსის მიღება და ა.შ. ეს იყო მათი არჩევანი, მათ ჰქონდათ არჩევანი, შარშან დეკემბერში, შეეძლოთ არ დაებლოკათ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ დავწევდით ბარიერს, თუმცა ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, კიდევ ერთხელ სცადეს რევოლუციის მოწყობა, შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით”, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს ევროპელ პარტნიორებს განემარტათ, რომ “ოცნების” გეგემბში ბარიერის დაწევა არ შედიოდა.

კობახიძე ამბობს, რომ 4%-ზე დაბალი ბარიერი “თუ არ ცდება” ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანაში, მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვაშიც, 5%-იანი ბარიერია და არ უნდათ ამაშიც “ჩამორჩნენ”.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...