“ოცნებას” სოციალური აფეთქების ეშინია, ამიტომ არ აწყობთ 2%-იანი ბარიერი

0
124

“კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ “ოცნებას” სოციალური აფეთქების ეშინია და სწორედ ამიტომ არც 2%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესება აწყობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლებას ხალხი დამშეული და მოუვლელი ჰყავს, რაც შესაძლოა, პროტესტის მიზეზი გახდეს.

რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ, იმიტომ, რომ გრძნობენ ხალხის განწყობას. ხალხი ჰყავთ დამშეული და მოუვლელი და როდემდე მოითმენს ამას? სოციალურ აფეთქებას ესენი გრძნობენ, ამიტომ მე ვთვლი, რომ ამიტომ არ აწყობთ 2%-იანი ბარიერი, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

“ქართული ოცნებამ” კიდევ ერთი პირობა დაარღვია – სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა. საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს.

წინა სტატიაშეწყალებას საზოგადოების უმკაცრესი რეაქცია ექნება, ნუ ცდილობენ ნიადაგის შემზადებას – ოხანაშვილი მუქარა პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაუკრაინა ალიანსში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა მიიღონ – ანდერს ფოგ რასმუსენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური