ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა | IDF

0
133

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათი ცნობით, 28 წლის მაიორი ისაჩარ ნატანი და 21 წლის შტაბის სერჟანტი იტაი შოჰამი კომანდოს ბრიგადის წევრები იყვნენ.

IDF-ის თქმით, ამით სახმელეთო ოპერაციებისას ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე ამბობენ, რომ გუშინ ღაზაში მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

წინა სტატიაევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, არ გამოვა | ლავროვი
შემდეგი სტატიააშშ-მა სირიაში ირანის ორ ბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა – ოსტინი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური