ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა დასრულებულია – ცაჰალი

0
153

„ისრაელის არმიამ დაასრულა ღაზას სექტორის დედაქალაქის, ღაზას ალყაში მოქცევა. ცახალის მებრძოლები უკვე ალ-შიფას საავადმყოფოსთან იმყოფებიან, რომლის ქვეშაც ჰამასის სამეთაურო პუნქტი მდებარეობს, სადაც ჰამასელები აფარებენ თავს“- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ომის შემდეგ ისრაელი სრულად გააკონტროლებს როგორც მთლიანად ღაზას, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს.

პრემიერმ-მინისტრის თქმით, ისრაელი ომის შემდეგ შეინარჩუნებს სამხედრო კონტროლს ღაზაზე, ისევე როგორც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

ადრე შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ ანკლავს პალესტინის ხელისუფლება უნდა მართავდეს, თუმცა ისრაელი ამას ჯერჯერობით არ ეთანხმება.

ცაჰალის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის არმია, ალყის მიუხედავად, არ ახორციელებს დარტყმებს ალ-შიფას საავადმყოფოზე და მისი მოქმედება მხოლოდ ტერორისტების წერტილოვანი ლიკვიდაციისკენაა მიმართული, რადგან ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად ახლოს იყვნენ სამედიცინო დაწესებულებასთან.

ამასთან, ცაჰალის პრესსამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საავადმყოფოს ორი გასასვლელი გახსნილია, როგორც დერეფანი – საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტების გადასაადგილებლად.

წინა სტატიაუკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ
შემდეგი სტატიაევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, არ გამოვა | ლავროვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური