მთავარისიახლეებისაზოგადოებაბებუას ოჯახი და DRI ხელისუფლებას მიმართავს

ბებუას ოჯახი და DRI ხელისუფლებას მიმართავს

Published on

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისია.

ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

“ჩვენი მცდელობები იქნება მუდმივი და შეუჩერებელი, მანამ, სანამ ირაკლი არ იქნება გადმოყვანილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ახლა მისი მძიმე მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ართულებს სიტუაციას, ამიტომაც მოვითხოვთ ყველანაირად რომ მისი სასწრაფოდ გადმოყვანა მოხდეს, არსებობს საფრთხე როგორც მისი ჯანმრთელობის, ისე სიცოცხლის ხელყოფის”, – ამბობს ბებუას ბიძაშვილი.

ამ დროისთვის ირაკლი ბებუას სრულად აქვს მოხდილი უკანონო სასჯელის სამი წელი და 40 დღე.

“ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დღეები, შესაძლებელია სრულად მოხდილად ჩაეთვალოს. აფხაზეთის დე ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაძლებელია პირის ვადამდე გათავისუფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება”, – აცხადებს ორგანიზაცია.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ:

ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და შექმნას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;
საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური მანდატი ირაკლი ბებუას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...