მთავარისიახლეებისაზოგადოებასასწრაფოდ: ოკუპირებულ აფხაზეთში "ქართულ დივერსიულ ჯგუფს" ეძებენ, სოხუმი ჩაკეტილია

სასწრაფოდ: ოკუპირებულ აფხაზეთში “ქართულ დივერსიულ ჯგუფს” ეძებენ, სოხუმი ჩაკეტილია

Published on

‼️სასწრაფოდ: – ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები ვარაუდობენ, რომ გულრიფშის რაიონში ქართული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფია შესული, სოხუმის მისადგომები გადაკეტილია, შეიქმნა საგანგებო შტაბი ბადრი გუმბას ხელმძღვანელობით

♦️დეტალურად: აფხაზურ მედიასაშუალებებზე, ტელეგრამ-არხებზე და ინტერნეტფორუმებზე დაყრდნობით, ოდიშინიუსის მიერ შეკრებილი ცნობებით, გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან, ტყეში, ძალოვნები ეძებენ სავარაუდოდ, ქართულ დივერსიულ ჯგუფს, რომლის შემადგენლობა 7-დან 50 კაცამდე ვარირებს, – ინფორმაციას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი ადასტურებს.

♦️წინასწარი ინფორმაციით, შავ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, М-4-ით შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც კოპტერიც ჰქონდა, ადგილობრივმა მონადირეებმა ტყეში შენიშნეს, მაგრამ იმდენად აღელდნენ, რომ მობილურით გადაღება დაავიწყდათ. ეს მონადირეები უკვე დაკითხეს და გადაანაწილეს ჯგუფებში, რომლებიც ძებნაში არიან ჩართული.

♦️მანამდე აფხაზურ მედიაში დაიწერა, რომ (ციტატა): “საქართველოდან აფხაზეთში შეაღწია 50-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობის მიზნით”.

♦️ ადევნეთ თვალი ჩვენს ტელეგრამ-არხს, რომელიც ინფორმაციას ერთდროულად ამუშავებს აფხაზური, რუსული და უკრაინული წყაროებიდან, დამატებით დეტალებს ეტაპობრივად გაცნობებთ. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...