მთავარისიახლეებიმაკრონი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოდის

მაკრონი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოდის

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხუთშაბათს გამოვიდა ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომში. მაკრონმა გახსნა საერთაშორისო ჰუმანიტარული კონფერენცია ღაზის სექტორისთვის, პარიზში.

G7 ჯგუფმა – რომელშიც შედის საფრანგეთი – იგივე თქვა გუშინ, ტოკიოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

მაკრონმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთის დახმარება პალესტინელებისთვის მომავალ წელს ხუთჯერ გაიზრდება, 20 მილიონი ევროდან (17,4 მილიონი ფუნტი) წელს 100 მილიონ ევრომდე (87 მილიონი ფუნტი) 2024 წელს.

მისივე თქმით, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა “მოლაპარაკებას არ ექვემდებარება”. კონფერენციას გაეროს სააგენტოები და ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ. ისრაელი – არა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა ღაზაში მყოფი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება “უპირობოდ”.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...