მთავარისიახლეებიგინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის გატაცება | ფოტიგას ინიციატივით ევროპარლამენტი რეზოლუციას უყრის კენჭს

გინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის გატაცება | ფოტიგას ინიციატივით ევროპარლამენტი რეზოლუციას უყრის კენჭს

Published on

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს.

მან ინიციატივა ევროპარლამენტის სხდომაზე გააჟღერა.

“6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება”, – თქვა ევროპარლამენტარმა.

მოგვიანებით ანა ფოტიგამ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ევროკომისია აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს ნოემბრის სესიაზე უყრის.

I requested today to add to the EP plenary agenda the Council and Commission statement on the killing of Tamaz Ginturi, a Georgian citizen, by Russia’s occupying forces in Georgia, with resolution to be voted in November II. pic.twitter.com/mklXV7a4ha

— Anna Fotyga (@AnnaFotyga_PE) November 8, 2023

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...