“საქართველოს მომავალი EU-შია! გილოცავ, საქართველო!”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს. ამბობს, რომ ახლა ჯერი საქართველოზეა და სულ მალე, დეკემბერში გაირკვევა, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს.
ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს! გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოციზიას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ, მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას. ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას.
ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. იმიტომ რომ ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემთხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა რომ მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორცილება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა. მუდმივი რეფორმები, რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, რომ როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა თავისი ადგილი დაიკავოს.
ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო. ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა. ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად დიდი მიღწევებია შესაძლებელი.
ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის ინტერესების განსახორციელებლად. ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა, როგორც კი იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგადაც შესაძლებელია რეფორმების განხორციელება, პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არ არის ბრიუსელისთვის თავის მოწონება. არამედ, ისინი მიმართულია საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. მზად ვართ ამ გზის ყოველ ნაბიჯზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ…, – ამბობს ელჩი.