მთავარისიახლეებირეკომენდაცია დადებითია, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი...

რეკომენდაცია დადებითია, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის გაცემული კრედიტია | ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია დადებითი იქნება.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის გაცემული კრედიტია.

იხილეთ:

“რეკომენდაცია დადებითია, ველოდებით კომისიის მიერ გაკეთებული ჩანაწერის ზუსტ ფორმულირებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი გადაწყდება 15 დეკემბერს 27ვე სახელმწიფოს მონაწილეობით ყველა მათგანის თანხმობის შემთხვევაში. ერთი მათგანის უარიც დაუშვებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის გაცემული კრედიტია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მავნებლობაც ჩვენი მთავრობის მხრიდან დარჩენილ ერთ თვეში და ევროპული საბჭოს მხრიდან სტატუსის გაცემის ალბათობა შემცირდება. ამიტომ ერთი თვე ქართველებმა უნდა შევძლოთ და გავანეიტრალოთ ხელისუფლება და კბილებით მივიტანოთ ეს დადებითი რეკომენდაცია ევროპულ საბჭომდე ისე, რომ სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

ps სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების და ზოგიერთის მიერ დადანაშაულებული ხალხი ვართ მოწვეული ამ მნიშვნელოვან დღეს ბრიუსელში. აგერ სალომე სამადაშვილიც აქაა და რაღაც “თავგადაკლულებს” ვერ ვხედავ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი”, – წერს ნიკა გვარამია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...