მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკომისიის დასკვნა საქართველოს შესახებ - რა წერია ანგარიშში - სრული ვერსია

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს შესახებ – რა წერია ანგარიშში – სრული ვერსია

Published on

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ სამუშაო დოკუმენტშიცაა საუბარი, რომელიც უწყებამ გაასაჯაროვა და სადაც საქართველოშ არსებული პოლიტიკური ვითარება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებბეი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის გარკვეული დონის მზაობას უზრუნველყოფს შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ რეფორმების პროცესს განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის შექმნის გამოწვევები აფერხებს.

“მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პარტიათაშორისმა დაძაბულობამ, ასევე შეზღუდულმა კონსულტაციებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და რეფორმების განხორციელებაზე იმოქმედა”, – აღნიშნულია სამუშაოა დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტში მრავალპარტიული მუშაობა კანონმდებლობის შედგენაში ოპოზიციის შეზღუდული ჩართვითა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პერიოდული ბოიკოტებით შეფერხდა. ამის მიუხედავად, დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ იყო თანამშრომლობის კარგი მაგალითები, მათ შორის, ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში.

ევროკომისიის დოკუმენტში საუბარი საქართველოს სასამართლო სისტემასაც შეეხება – ანგარიშში წერია, რომ საქართველოში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს მათ შორის საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, თუმცა, ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით.

ევროკომისია ასევე წერს, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე, ნათქვამია, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯების განხორციელება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დასრულებისთვის და მისი განხორციელების დასაწყებად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ, ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებისა და დოკუმენტების უმეტესობის რატიფიცირება მოახდინა და, მთლიანობაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

თუმცა, მათივე თქმით, გადასაწყვეტი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხი – დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კი ევროკომისია წერს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი.

“მედიაგარემო ძირითადად პლურალისტურია, მაგრამ ასევე ძალიან პოლარიზებული და მტრულ გარემოში მუშაობს. ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა მედიის დამოუკიდებლობას კვლავ აფერხებდა. ადგილი ჰქონდა დაშინებებს, ასევე წინასაარჩევნო აქციებისა და დემონსტრაციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს. შემდგომი გამოძიებები ჯერჯერობით არაეფექტურია. ასევე, მედიის მიმართ მძაფრი განცხადებები ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან მოდის. გახშირდა სასამართლო პროცესები და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ. ბოლო განაჩენები მედიის კრიტიკულ გაშუქებაზე უარყოფითად მოქმედებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში შეკრების თავისუფლებაზეცაა საუბარი და წერია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები ისევ არსებობს და ეს ძირითადად მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ პირებს ეხება, მათ შორის გამოყოფილია 8 ივლისს Tbilisi Pride-ის მონაწილეების მიმართ სასტიკი თავდასხმა.

ევროკომისია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაჩქარებული წესითა და წინასწარი კონსულტაციების გარეშე შეტანილ ცვლილებებსაც ეხება და წერს, რომ ამ კანონს, მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

აქვე, წერია , რომ ინსტიტუციურ დონეზე, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება კარგადაა განსაზღვრული, თუმცა, დამცავი ზომები, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისები და თავშესაფრის შემდგომი დახმარება შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...