ბაიდენის განცხადებით, ნეთანიაჰუს სთხოვა პაუზა ღაზის სექტორში შეტევაში

0
47

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მან ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ბრძოლაში პაუზა სთხოვა. ბაიდენმა სამშაბათს თქვა, რომ არ ჰქონდა ისრაელის პრემიერთან საუბრის შესაძლებლობა, მან თქვა, რომ ორშაბათს, სთხოვა ნეთანიაჰუს, განიხილოს ჰუმანიტარული პაუზა.

“დღეს არ მომეცა მასთან საუბრის საშუალება. მე მას ვთხოვე პაუზა წარსულში – გუშინ”, – თქვა ბაიდენმა.

სამშაბათს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს “დროებითი ხასიათის პაუზებს ბრძოლაში კონკრეტული მიზნებისთვის”, მათ შორის ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების უსაფრთხო გათავისუფლების მცდელობებს.

იმავდროულად, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამშაბათს ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს, სადაც მან “გაიმეორა მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, დაიცვას თავისი მოქალაქეები და ებრძოლოს ტერორიზმს ჰამასის საშინელი თავდასხმის შემდეგ”, თეთრი სახლის ცნობით.

ვიცე-პრეზიდენტმა “ხაზგასმით აღნიშნა სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემის მნიშვნელობა”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს, ევროპის ზოგიერთი ლიდერის კირტიკა სულ უფრო ძლიერდება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

წინა სტატიადღეს ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის შეხვდება
შემდეგი სტატიაევროკომისია გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე | Politico
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური