მთავარისიახლეებიინალ არძინბას თქმით, „პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივაზე მსჯელობენ“

ინალ არძინბას თქმით, „პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივაზე მსჯელობენ“

Published on

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარეობს “დიალოგი” რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. ინალ არძინბას თქმით “დიალოგი”, სხვა საკითხებთან ერთად, “დიპლომატიური ურთიერთობების” დამყარების პერსპექტივებსაც ეხება.

განცხადებას ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “უწყების” ინფორმაციით, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული “საზოგადოებრივი საბჭოს” სხდომაზე განხილული იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარებაც.

არძინბამ ილაპარაკა ბელარუსში გამართულ “ვიზიტზეც” და თქვა, რომ “აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტი მინსკში ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა” მისივე თქმით, “ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაღმავალ ტრაექტორიაზეა”.

არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს “სამინისტროების უწყებათაშორისი დიალოგი” სხვადასხვა მიმართულებით.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...